მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულში „მოყვარულთა თასის 2017“- ის გათამაშება დაიწყო
27 აპრ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტს „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა დაიწყო.
სპორტული პროექტი, რომელიც  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით  ვრცელდება.
მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად.

ჩემპიონატის მიზნებია:
• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;
• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;
• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2985
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2019 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30