22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს - ძიუდოში, უმასპინძლა.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი შემსრულებლები სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარდგნენ.
სპორტულ ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი წელს, 30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვება მოიპოვეს თბილისის, მარნეულის, გორისა და ქუთაისის ძიუდოს კლუბებმა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი, წელს, მერვედ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზება მარნეულის მუნიციპალიტეტმა და საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ უზრუნველყო.
სპორტი
მარნეულმა თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა
24 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 6009
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15528
აპრ 22 შბ 2017
28717
იან 09 ორშ 2017
28308
აგვ 30 სამ 2016
30333
აგვ 27 შბ 2016
29624
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686