2018 წელი სპორტულმა სკოლამ აქტიურად დაიწყო და პირველი წარმატებაც მოიპოვა. მარნეულელმა სპორტსმენებმა, 2018 წლის 2–4 თებერვალს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის ძიუდოში ბექა წიფიანმა (მწვრთნელი: ზვიად ბეჟანიშვილი) – 60 კგ წონით კატეგორიაში და ლუკა კაპანაძემ (მწვრთნელი: დემურ ჟორჟოლიანი) – 66 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს. ასევე, წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა რამინ ალეკპეროვმა 60 კგ წონით კატეგორიაში (მწვრთნელი:ზურა მუშკუდიანი) 2018 წლის 31 იანვრიდან – 4 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში, ახალგაზრდებს შორის.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტულ სკოლაში შეხვდნენ. შეხვედრას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, სპორტული სკოლის ხელმძღვანელი პირები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებულ სპორტსმენებს მიულოცეს მიღწეული შედეგები და წარმატებები უსურვეს.
სპორტი
მარნეულის სპორტული სკოლის მორიგი წარმატება
08 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 6494
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
398
აპრ 22 ოთხ 2020
15573
აპრ 22 შბ 2017
28774
იან 09 ორშ 2017
28348
აგვ 30 სამ 2016
30366
აგვ 27 შბ 2016
29656
სექ 02 პარ 2016
28058
აგვ 26 პარ 2016
27563
აგვ 30 სამ 2016
25717