მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულში 1 ჩემპიონი და 3 პრიზიორი ადგილობრივი მოკრივე გამოვლინდა
20 მარ 2018
 

2018 წლის 14–18 მარტს, ქალაქ მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ მიმდინარეობდა 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ მოკრივეთა შორის, რომელიც ნაკრები გუნდის დაკომპლექტებასა და პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევას ისახავდა მიზნად.

ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენება, რომლებაც დაიკავეს I, II და III ადგილები. კერძოდ კი, I ადგილი გიორგი ჟორჟოლიანმა დაიკვა (57კგ წონითი კატეგორია), II ადგილი – ხაიალ გარაბაღლიმ ( 48 კგ. წონითი კატეგორა), III ადგილი ეშგინ გუსეინოვმსა (48 კგ წონითი კატეგორია) და ელვინ მამედოვს (50 კგ წონითი კატეგორია) ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში 21 მუნიციპალიტეტის 141 მოკრივე იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5651
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031