ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის წყლის მარცხენა შენაკადის ხევში, სოფელი წერაქვიდან 2,5 კმ-ის მანძილზე, ბუნებრივად მოზღუდულ ტყიან, მყუდრო ადგილას მდებარეობს.
ბუნებრივი მწვანე ბორცვი მარნეულის მუნიციპალიტეტში, დებედას ხეობაში, სოფელ კიროვკას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს. ამ დრომდე აქ არქეოლგიური სამუშაოები არ წარმოებულა. აღნიშნულ ადგილზე 2014 წელს ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწის ზედაპირზე აიკრიფა ძირითადად შავპრიალა ზედაპირის მქონე კერამიკის ჭურჭლის ფრაგმენტები, ამასთანავე ბორცვის სამხრეთი ფერდის ზედაპირზე დაფიქსირდა სავარაუდო კედლის კონტურები.
სოფელი წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში მდებარეობს, მარნეულიდან 40 კმ-ის დაშორებით. წერაქვი იყოფა ზემო და ქვემო სოფლებად. ქვემო წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში მდებარეობს , ხოლო ზემო წერაქვი კი დღევანდელი დასახლებული სოფელია.

















