მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული საფეხბურთო გუნდი გახდა
16 მაი 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  პროექტ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქალაქ მარნეულისა და სადახლოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები  დაუპირისპირდნენ.
სპორტული შეჯიბრის შედეგად გამარჯვება ქალაქ მარნეულის გუნდს ხვდა წილად. ანგარიშით – 2:1;
რეგიონალურ ეტაპზე,  მარნეულიდან  პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ მარნეულის გუნდი, ასევე  მეორე და მესამე ადგილზე გასული  სადახლოსა და ყულარის საფეხბურთო გუნდები  იასპარეზებენ.
სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად. ჩემპიონატის მიზნებია:
• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;
• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;
• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6618
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930