მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში
04 ივნ 2017
 

3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთერთი დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეშვიდე ტრადიციული ტურნირი 2001–2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟთა შორის.
სპორტული ღონისძიება, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“,  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირი, ვაჟთა შორის – 55კგ, 60კგ, 66კგ, 73კგ და 73+კგ წონით კატეგორიებში, გუნდურ პირველობაში გაიმართა. ჩემპიონატზე იასპარეზა 23 კლუბმა მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტი წარსდგა ორი კლუბით: კლუბი „ალგეთი“ და „თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი“. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 20 000 ლარს.
პირველი ადგილი დაიკავა ქარელის კლუბმა „ხაბარელი“, მეორე ადგილი კლუბმა „ჯორჯია“, ხოლო მესამე დაგილები კი, თბილისის კლუბმა „ფალავანი 8“-მ და „თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბმა“ გაინაწილეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, მიხეილ ყაველაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, კობა კობალაძე, პაატა მხეიძე, დავით ჭიჭინაძე, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი. ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, აგრეთვე მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებული პირები.
სიმბოლურია, რომ ამავე დღეს მარნეულში საფუძველი ჩაეყარა და ფუნქციონირება დაიწყო საქართველს ძიუდოს ფედერაციის მიერ განხორციელებულმა უნიკალურმა პროექტმა “judo-kids” საბავშვო ძიუდო, რომელიც ფუნქციონირებს მარნეულის №3 ბაგა ბაღში და ეტაპობრივად მოიცავს ათამდე ბაგა ბაღს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა. ჩემპიონატის მიზანს წარმოადგენს თენგიზ ნავერიანის ხსოვნის უკვდავყოფა, ძიუდოს კლუბური სისტემის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3013
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2019 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031