მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, გაიმარა მინი ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა ადგილობრივი ორგანიზაცია იღებდა.
ჩემპიონობისთვის თი ბი სი ბანკისა და მარნეულის სამხედრო- საავიაციო ბაზის გუნდებმა იბრძოლეს, მესამე ადგილისათვის კი ერთმანეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარნეულის კულტურის სახლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალური შეხვედრები სოფელ ალავარში მდებარე მინი სტადიონზე გაიმართა, სადაც პირველობა მარნეულის სამხედრო- საავიაციო ბაზის გუნდს ხვდა წილად, მეორე ადგილი თი ბი სი ბანკმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი მერიის გუნდი გავიდა. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის სახელით სამახსოვრო თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებდონენ.
სპორტული აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში.
სპორტი
მარნეულში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა
08 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5824
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
954
აპრ 03 ოთხ 2024
1574
აპრ 22 ოთხ 2020
16733
აპრ 22 შბ 2017
30048
იან 09 ორშ 2017
29544
აგვ 30 სამ 2016
31439
აგვ 27 შბ 2016
30695
სექ 02 პარ 2016
29271
აგვ 26 პარ 2016
28656