მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

CineDOC-Tbilisi სოფელ წერაქვში
30 აგვ 2016
 

27 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და საქართველოში ამერიკის საელჩოს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ფესტივალ One Caucasus-ზე გაიმართა. 
კინოფესტივალის ტურის ფარგლებში, ნაჩვენები იყო ამერიკელი რეჟისორის მორგან ნევილის ფილმი "თითქმის ცნობილები."

ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, ვის ხმასაც მილიონობით ადამიანი იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ადამიანების სახელები. ფილმში, მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი მორგან ნევილი მოგვითხრობს 21–ე საუკუნის ლეგენდარული მუსიკოსების ჯო კოკერის, მაიკლ ჯექსონის, სემ კუკის უცნობი ბექვოკალისტების ისტორიას. ტრიუმფალური და ამაღელვებელი ფილმი პატივს მიაგებს ხმებს, რომლებმაც პოპულარულ მუსიკას ფორმა და სტილი შესძინეს, ამასთან, წარმოაჩენს კონფლიქტებს, გაღებულ მსხვერპლებს და მათ ჯილდოებს.
ეს უნიჭიერესი არტისტები მოიცავენ პოპულარული მუსიკის ფართო სპექტრს –განსხვავებულ სტილს, ჟანრებსა და ერას, მაგრამ თითოეულს აქვს სუპერვარსკვლავების ჩრდილში უნიკალური პირადი ისტორია.
ფილმის ჩვენებას ფესტივალ One Caucasus-ზე ჩამოსული უცხოელი და მარნეულელი ახალგაზრდა მოხალისეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება ძალიან არაფორმალურ გარემოში, One Caucasus-ის მოხალისეების მიერ საკუთარი ხელებით აშენებულ კინო-დარბაზში გაიმართა.
ფოტოები მოწოდებულია CineDOC-Tbilisi – ის წარმომადგენლის ანი მაზმიშვილის მიერ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 29958
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031