მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი
01 ოქტ 2018
 

30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.

სპორტული აქტივობა, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო,  რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს   საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა  გუნდებმა, სხვადასხვა წონისა და ასაკის კატეგორიაში.

აღნიშნული  ტურნირის მიზანს  საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათი მეგობრული და პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ღონისძიებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან  და თანამშრომლებთან  ერთად ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამხანაგური ჩემპიონატის ბოლოს, ყველა  მონაწილე სპორტსმენს მედლები და სიგელები, ხოლო  გუნდებს თასები გადაეცათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4823
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930