მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულში სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარებს
25 სექ 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

დილიდან მთელი დღის განმავლობაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯიბრებები მოეწყო  მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, მშვილდოსნობასა და ნარდში.

ასევე ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე  გაიმართა გარბენი, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სპორტის კვირეული 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6381
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930