მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქალაქ მარნეულისა და სადახლოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
სპორტული შეჯიბრის შედეგად გამარჯვება ქალაქ მარნეულის გუნდს ხვდა წილად. ანგარიშით – 2:1;
რეგიონალურ ეტაპზე, მარნეულიდან პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ მარნეულის გუნდი, ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული სადახლოსა და ყულარის საფეხბურთო გუნდები იასპარეზებენ.
სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად. ჩემპიონატის მიზნებია:
• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;
• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;
• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.
სპორტი
მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული საფეხბურთო გუნდი გახდა
16 მაი 2017
მნახველთა რაოდენობა: 6803
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
959
აპრ 03 ოთხ 2024
1579
აპრ 22 ოთხ 2020
16739
აპრ 22 შბ 2017
30053
იან 09 ორშ 2017
29549
აგვ 30 სამ 2016
31444
აგვ 27 შბ 2016
30699
სექ 02 პარ 2016
29275
აგვ 26 პარ 2016
28661