მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულმა კრივში 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
19 თებ 2017
 

ქალაქ მარნეულში, “ათა ჰოლდინგის” სპორტულ დარბაზში, 16-19 თებერვალს, ახალგაზრდებს შორის, კრივში 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტული ღონისძიება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.  
სპორტულ ასპარეზობაზე ქვეყნის საუკეთესო მოკრივის ტიტულის მოსაპოვებლად, 10 სხვადასხვა წონაში, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი გამოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ჩემპიონობისთვის  მარნეულის სპორტული სკოლის მოკრივეებიც იბრძოდნენ, რომელთაგან 60 კილოგრამში, პირველობა არავის დაუთმო, მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა, რომელიც გასულ წელს 56 კილოში ასპარეზობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა.
სპორტულ ღონისძიებას,  ქვემო ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის დეპუტატები, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენების შედეგებს, წონითი კატეგორიების მიხედვით:

49კგ
1. ალახვერდოვი სახილ (თბილისი)
2. გაფრინდაშვილი ნიკა (ჭიათურა)
3. ჩლაიძე  გიორგი(თბილისი)
4. კაპლანიან ასადურ (ახალქალაქი)

52კგ
  1.მექვაბიშვილი გუჯა (გორი)
  2.ხასაია  ლექსო (ზუგდიდი)
  3.ზეინალოვი ასიფ (მარნეული)
  4.პირველი გაბრიელი (თბილისი)

56კგ
  1.თოთლაძე გია (გორი)
  2.ყიფიანი ალიკა(თბილისი)
  3.მურადაშვილი ვაჟა (თბილისი)
  4.ჩარკვიანი გიორგი(თეთრიწყარო)

60კგ
  1.ნავერიანი ოთარი (მარნეული)
  2.კაპანაძე გიორგი (რუსთავი)
  3.ბუნიატოვი დანიელ (თბილისი)
  4.გველესიანი იონა (თბილისი)

64კგ
  1.ხუციშვილი ბადრი (ფოთი)
  2.კორძაია გურამი (თბილისი)
  3.კაჭარავა აკაკი (თბილისი)
  4.გამგონეიშვილი გაგა (თბილისი)

69კგ
  1.მადიევი საიფისლამ (თბილისი)
  2.მანაბდიშვილი ზურა (გორი)
  3.კოვალიოვი დიმიტრი (გარდაბანი)
  4.ლალიშვილი დავით (ვარიანი)

75კგ
  1.ქიმაძე თემური (თბილისი)
  2.მახათაძე ზაზა (თბილისი)
  3.კურღინიან ალიკა (ახალ)
  4.ნარსია დავით (ფოთი)

81კგ
  1.მწარიაშვილი ილია (გორი)
  2.კაჭარავა გიორგი (ფოთი)
  3.შენგელია ლუკა (რუსთავი)
  4.ბულალაშვილი ბაჩო (თბილისი)

91კგ
  1.იორდანიანი არტიომ (ახალქ)
  2.თათელიშვილი ზაზა (ქუთაისი)
  3.ჯანაშია არდევანი (ფოთი)
  4.ხვინგია გიორგი (ზუგდიდი)

+91კგ
  1.მემარნიშვილი ვალიკო (ერედვი)
  2.აფციაური დევი (თეთრიწყარო)
  3.ფერაძე გიორგი (ზესტაფონი)
  4.ხარანაული გიორგი (თბილისი)a

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8451
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930