მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულში სამოყვარულო ფეხბურთის მატჩი გაიმართა
24 ივლ 2017
 

მიმიდნარე წლის 23 ივლისს, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წითელსოფელსა და ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამოყვარული ფეხბურთის მატჩი – სოფელ ყულარის სადახლოს, მარნეულისა და თელეთის საფეხბურთო გუნდებს შორის.
სპორტულ  ასპარეზობაში,  გამარჯვება წილად ხვდა სოფელ სადახლოსა და თელეთის  სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს.
შეგახსნებთ, რომ სამოყვარულო საფეხბურთო მატჩები პროექტ   „მოყვარულთა თასის 2017“ ფარგლებში მიმდინარეობს.  
სპორტული პროექტი,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მოყვარულთა თასი 2017 ტარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. ამ ეტაპზე მიმიდნარეობს რეგიონალური თამაშები.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად.
ჩემპიონატის მიზნებია: ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა, სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში, დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.
სამოყვარულო მატჩს ადგილობრივი მოსახლეობა და გუნდების  გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3757
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2020 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31