28 ნოემბერს, დიოკნისის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის გოგონებისა და ბიჭების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
ფინალური ტური, სპორტის ხუთ სახეობაში – კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში გაიმართა.
შედგები კი ასე გადანაწილდა:
კალათბურთი:
• ბიჭები – I ადგილი მარნეულის № 5 საჯარო სკოლა;
• გოგონები – I ადგილი მარნეულის № 6 საჯარო სკოლა;
ფეხბურთი :
I ადგილი თამარისი საჯარო სკოლის გუნდი;
ფრენბურთი :
• ბიჭები – I ადგილი საიმერლოს საჯარო სკოლის გუნდი;
• გოგონები – I ადგილი წერეთლის საჯარო სკოლის გუნდი;
მაგიდის ჩოგბურთი – I ადგილი დიოკნისის საჯარო სკოლის გუნდი;
გეზრბენი :
• ბიჭები - I ადგილი თამარისის საჯარო სკოლის გუნდი;
• გოგონები - I ადგილი თამარისის საჯარო სკოლის გუნდი;
შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები საქართველოს სასკოლოს პორტული ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერიის ჯანდაცვის, სოც. უზრუნველყოფის და კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი მეურმიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ბეთქილ ნავერიანი, მარნეულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სპორტი
მარნეულში სასკოლო სპორტული ოლიპიადის ფინალი გაიმართა
29 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6682
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28791
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29662
სექ 02 პარ 2016
28068
აგვ 26 პარ 2016
27572
აგვ 30 სამ 2016
25719