მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეული ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
24 სექ 2018
 

ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ მოედანზე,  რაგბის ფესტივალით გაიხსნა,  რომელშიც  ადგილობრივი და მოწვეული გუნდები  მონაწილეობდნენ.

მარნეულში,  ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონიალს,  პარლამენტის დეპუტატები  თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში,  ტურნირში  მონაწილე გუნდები,   სპეციალური   თასებითა  და მედლებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში   სპორტის კვირეული 23 სექტემბრიდან  30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია  სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.

სპორტული კვირეული, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ხასიათისაა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში.

გთხოვთ, მობრძანდეთ  ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ბენდელიანის მკურნალობისთვის თანხის შეგროვებას.



 
 
მნახველთა რაოდენობა: 6766
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031