მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა
27 მაი 2017
 

25 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალში მონაწილეობა ქალაქ თბილისის, თელავის, რუსთავისა და მარნეულის სარაგბო გუნდებმა მიიღეს. ფესტივალს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების ბოლოს, ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდი თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში რაგბის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავყოფა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სარაგბო კლუბმა – „მარნეულის არმაზი“, 2016 წლის სექტემბრიდან რაგბის ახალი ჯგუფები გახსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, წერეთელში, საიმერლოში, თამარისსა და ყიზილაჯლოში. დღეის მდგომარეობით, წრთვნას გადის ასამდე ბავშვი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენას. ფესტივალის ორგანიზატორი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის , სარაგბო კლუბი „მარნეულის არმაზი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6050
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031