მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულმა მშვილდოსნობაში ჩემპიონატს უმასპინძლა
18 ოქტ 2018
 

საქართველოს თასის მე-3 ეტაპი მშვილდოსნობაში დიდებს, ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა.

სპორტული ღონისძიების დახურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

თასის გათამაშების მე-3 ეტაპის, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს სამახსოვრო თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ჩატარების მიზანს მარნეულში, ადგილობრივ ახალგაზრდებში  აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის მოტივაციის ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებას  ორგანიზებას  საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, ხოლო  პარტნიორობას  მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა  უწევდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5508
 
 
 
სპორტი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930