საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს „მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების 2026–2037 წლების სტრატეგიისა“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საზოგადოების ჩართულობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს. დამატებით, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინდიკატორების პასპორტის პროექტიც, როგორც ტექნიკური დოკუმენტი.
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დოკუმენტებთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოსი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: municipaliteti@marneuli.gov.ge
საჯარო განხილვის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 3 აგვისტოს.
ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება.
საჯარო კონსულტაციის ფარგლებში მიღებული შენიშვნები და წინადადებები განიხილება მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ და საჭიროების შესაბამისად, აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია (2026-2037)