მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი, ნამოსახლარ
„გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსი. მარნეულში იმირის „გადაჭრილ გორაზე“
2015 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია
ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა
ველური ვაზი და ღვინო დაწურა. არსებული აღმოჩენა, რომელიც ქართველ არქეოლოგებთან ერთად
ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღმოაჩინა, საქართველო და კონკრეტულად მარნეული
მსოფლიო დონის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად აქცია. ადგილზე მიმდინარეობს
სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა და ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიცია.