საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებთან

22 სექ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილესთან, თეონა ფარჯიანთან ერთად, ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირებისა და ელექტროინჟინერიის საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.


როგორც მარნეულის მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ ისეთი პირობები, სადაც ისინი თანამედროვე გამოწვევებს ფეხს აუწყობენ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც ისინი თანამედროვე გამოწვევებს ფეხს აუწყობენ. ტექნოლოგიური განათლება, რობოტიკა და პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარები, ეს არის ინვესტიცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერ და პერსპექტიულ მომავალში. მჯერა, რომ ეს კურსები ბავშვებს საშუალებას მისცემს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი”, - აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.

პროგრამა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-15 წლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანია ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

ა(ა)იპ „პასკალის“ საგანმანათლებლო კურსები უკვე საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

სხვა სიახლეები