საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტში შედის 18 ტერიტორიული ერთეული: ქალაქი მარნეული, წერეთელი, შაუმიანი, შულავერი, ყიზილაჯლო, ყულარი, დამია-გეურარხი, ახკერპი, წერაქვი, ალგეთი, კაჩაგანი, ქუთლიარი, თამარისი, ხოჯორნი, კაპანახჩი, სადახლო, კასუმლო და ოფრეთი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 107 800 ადამიანი. მარნეულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით; აქ ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მცირე რაოდენობით.
სარწმუნოების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანია, შემდეგ მოდის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად არის სომხურ-გრიგორიანელი.