მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუტურული პროექტები მოინახულეს.
მოგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხოჯორნამდე მისასვლელი, 2 784მ. სიგრძის გზის მშენებლობის პროცესი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 727 987 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, სოფელ ყიზილაჯლოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში, ადგილზე 210 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 700 000 - მდე ლარია გამოყოფილი - პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ თამარისში - ადგილზე კომპლექსური სპორტული და ფიტნეს დარბაზები, ასევე ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი სივრცეები ეწყობა. სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 403 354 ლარითაა დაფინანსებული.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
17 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3327
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
958
აპრ 03 ოთხ 2024
1577
აპრ 22 ოთხ 2020
16736
აპრ 22 შბ 2017
30051
იან 09 ორშ 2017
29549
აგვ 30 სამ 2016
31441
აგვ 27 შბ 2016
30698
სექ 02 პარ 2016
29274
აგვ 26 პარ 2016
28658