ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ მარეთში იმყოფებოდა, სადაც დასრულდა კორპუსებთან მისასვლელი გზისა და ეზოს მოასფალტების პროექტი. გუბერნატორი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 2018 წელს დასრულდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ექსპულატაციაში წლის ბოლოს შევიდა.
სოფელ კაჩაგანში მოასფალტდა - 1 100 გრ/მ გზა, ხანჯიგაზლოში - 1 200 გრ/მ, თაქალოში 1 580 გრ/მ, მარადისში - 1 210 გრ/მ გზა, ალგეთში - 2 748 გრ/მ, წერეთელში - 1 364 მ/კვ, იმირჭალაში 1 790 მეტრი სიგრძის გზა საერთო ფართობით 12 738 კვ/მ, ხოლო პირველ ქესალოში 1 349 მეტრი სიგრძის გზა. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სოფელ წითელსოფელში, რეაბილიტირდა ცენტრალური გზა.
ასევე მასშტაბური პროექტი განხორციელდა შაუმიანი-წერაქვის შიდა სახელმწიფოებრივ 5-კილომეტრიან გზაზე, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ღირებულებამ 3 672 395 ლარი შეადგინა.
http://marneuli.gov.ge/infrastruqturuli-proeqtebi/2130-qvemo-qartlshi-saxelmtsifo-rtsmunebulma-marneulshi-infrastruqturuli-proeqtebi-moinaxula.html
ინფრასტრუქტურული პროექტები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
21 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4814
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15598
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28379
აგვ 30 სამ 2016
30386
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25730