მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და პირადად გაეცნო სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბო სადგურის, რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში, მდინარე ხრამის ხეობაში, აშენდება ორი ჭაბურღილი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგებას.
საპროექტო მაგისტრალი მოეწყობა პოლიეთილენის მილით, რომლის სიგრძეა 21 884 კმ. ხოლო რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები იქნება 400 მ3 ტევადობის, რომლის მეშვეობითაც მოხდება სოფლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მოწყობა 304 ოჯახის წყამომარაგების მიზნით.
პროექტის ხორცილედება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
25 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4586
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15269
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29382
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27265
აგვ 30 სამ 2016
25471
აგვ 25 ხუთ 2016
27492