მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში მინი კომბინირებული სტადიონები ეწყობა
29 ნოემ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორივე სტადიონის სამუშაოები, გრაფიკის მიხედვით დასრულდება, რომელთა სახელშეკრულებო თანხა ჯამში 152 820 ლარს შეადგენს.

ასევე, 2019 წელს დაგეგმილია სოფელ საიმერლოსა და საბირქენდში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია  160 000 ლარი, ქალაქ მარნეულის მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი.

აღსანიშნავია ის, რომ სოფელ ალავარში 2018 წელს დასრულდა კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი, ხოლო ქალაქ მარნეულში 2019 წელს დაიწყება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4253
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4076
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031