მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

კაჩაგანში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26 ივნ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელში – კაჩაგანში,  ხანჯიგაზლოსა და თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ხანჯიგაზლოში  6000 მ/კვ  (1, 200 მ/გრ) მოცულობის  გზის  რეაბილიტაცია  ასფალტ-ბეტონის საფარით. სოფელ თაქალოში   7200 მ/კვ ( 1, 580 გრ/მ), ხოლო სოფელ კაჩაგანში  6300 მ/კვ (1, 100 გრ/მ) მოცულობის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის  სექტემბერში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პროექტზე დასაქმებულია 25  ადგილობრივი.
აღნიშნულ სოფლებში გზების რებილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  მიმდინარეობს, რისთვისაც გამოიყო  739 000 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4943
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4883
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930