მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები კასუმლოში
16 მარ 2017
 

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები კასუმლოში მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ კუშჩუში მოეწყო, სასმელი წყლის მილები და გარე განათების სისტემა, რომელთა ღირებულებები 9024 და 9041 ლარს შეადგენს. გარე განათების სისტემა მოეწყო სოფელ ბაითალოში და სოფელ აღმამედლოში, რომელთა ღირებულებები 11 271 და 44 240 ლარს შეადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოიხრეშა სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, შეიღობა სასაფლაო სოფელ ულაშლოში. გარდა ამისა, რომ სოფელ კასუმლოში შეძენილი იქნა სასმელი წყლის მრიცხველები, პროექტის ღირებულება 50 712 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებულ პროექტებს, რეაბილიტირდა სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზა. ხოლო სოფელ აღმამედლოში რეაბილიტირდა კულტურის სახლის სახურავი და ერთი ოთახი, ასფალტ- ბეტონის საფარით მოპირკეთდა სოფლის ცენტრალური გზა და მოეწყო სასმელი წყლის შიდა ქსელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5102
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4870
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930