მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2016 წელს სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სამ სოფელში დაიგო გზა. სოფელ წერეთელში, იური ნადირაძის ქუჩაზე 1214 მეტრი და სოფელ საიმერლოში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე 562 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის ორფენიანი ასფალტ- ბეტონის საფარის დაგება, ხოლო სოფელ ბეგლიარში სოფელთან მისასვლელი 1500 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება მოხდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა.
სოფელ წერეთელში ასევე განხორციელდა სარწყავი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც არსებული ამორტიზირებული ქსელის, ახალი მილებით შეცვლას ითვალისწინებდა.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ქსელი სოფლის სარწყავი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს, რომლის ღირებულება 18 229 ლარს შეადგენს. სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დასაქმდა 7 ადამიანი.
სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის გარდა, 2016 წლის „სოფლის პროგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში სოფელ დიდ ბეგლიარში, პატარა ბეგლიარში და სოფელ ნორგიულში მოხდა ქუჩების გარე განათების მოწყობა, რომლის საერთო ღირებულება 32 824 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სოფელ წერეთელში არსებული სარიტუალო დარბაზის მიმდებარედ ახალი სკვერი და ავტოსადგომი მოეწყო, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებისთვის დასასვენებელ სივრცეს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 000 ლარი გამოიყო.
„სოფლის პროგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში, სოფელ წერეთელში აგრეთვე მოხდა სარიტუალო დარბაზის მიმდებარედ ფარდულის მოწყობა და სარიტუალო ინვენტარის შეძენა, რომლის ღირებულებები 11 958 და 27 940 ლარს შეადგენს.
კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სარიტუალო დარბაზს სოფელ საიმერლოში და აგრეთვე მოხდა სარიტუალო ინვენტარის შეძენა, რომლის ღირებულება „სოფლის პროგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში 3 757 და 29000 ლარს შეადგენდა.
ინფრასტრუქტურული პროექტები
2016 წელს განხორციელებული პროექტები წერეთელის ადმინისტრაციულ ერთეულში
23 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 5455
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15530
აპრ 22 შბ 2017
28718
იან 09 ორშ 2017
28309
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686