მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2015-06-30

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხსა და კიროვკას შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტების ერთობლიობით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.

ვრცლად
2015-06-29

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ „ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის გაძლიერება“ -ს ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევები და ევროპული გამოცდილება“.

ვრცლად
2015-06-29

ქალაქ მარნეულში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გზების ორმულების შეკეთებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება - ჟორდანიას, რუსთაველის, გოგებაშვილის, აღმაშენებელისა და იაღლუჯის ქუჩებს.

ვრცლად
2015-06-29

 შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, 30 ივნისს 00:00 სთ-ზე, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვება იგეგმება. ორთაჭალჰესის ხელმძღვანელის ვალერი ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევას გამოიწვევს ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 სთ-მდე გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „112“-ს.

ვრცლად
2015-06-26

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, აქტიურად აგრძელებს  20 ივნისს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის,   სახლის გადახურვისათვის საჭირო მასალების დარიგებას.

ვრცლად
2015-06-26

23 ივნისს, სოფელ წერეთელის საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.პატარა აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ქართველი პოეტების შემოქმედებასთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და პიესებით წარსდგნენ. საკონცერტო პროგრამა მდიდარი იყო შემოქმედებითი, თეატრალური, არტისტული უნარით, რაშიც გამოიხატება საბავშვო ბაღის აღმზრდელების მიერ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლი.

ვრცლად
2015-06-25

22 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, სოფელ კასუმლოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ზულფიკარ ალიევს, სამედიცინო ეტლი გადასცა.

ვრცლად
2015-06-24

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, 20 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, სახლის გადახურვისათვის საჭირო მასალებით ეხმარება.

ვრცლად
2015-06-22

1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხს. ვ. მამედოვი/

ვრცლად
2015-06-21

ამ წუთებში, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მორიგ საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს პირველი პირები, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილების უფროსები ესწრებიან.

ვრცლად
2015-06-21

მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის, ქარის და სეტყვის შედეგად მოსახლეობის და ქალაქისათვის მიყენებულ ზარალს ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები სწავლობენ, რომლის შემდგომაც ზარალის ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.

ვრცლად
2015-06-21

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ინტენსიური სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

ვრცლად
2015-06-21

20 ივნისს მომხდარმა სტიქიამ მარნეულის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარიშხლის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ თამარისისა და წერეთლის მოსახლეობა. განადგურებულია ხეხილი და ნათესები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

ვრცლად
2015-06-20

15–19 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაცია „განათლებისა და შრომის ასოციაციამ“ – პროექტ “ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლება“–ს ფარგლებში ჩაატარა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე - ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ორგანოები და ინსტიტუტები, რას მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და სხვა.

ვრცლად
2015-06-18

18 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხილული იქნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის მომზადებული კანონპროექტი, – „მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების“ შესახებ.

ვრცლად
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930