მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
18 ივნ 2015
 

18 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხილული იქნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის მომზადებული კანონპროექტი, – „მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების“ შესახებ.

პროექტის განხილვას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების – მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის გამგებლები, თვითმმართველობის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგელნელბი და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კანონპოექტის შესახებ პრეზენტაცია სამოქალაქო კულტურის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ კონსტანტინე კანდელაკმა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში დისკუსიის რეჟიმში მოხდა მოსაზრებების, რეკომენდაციების მოსმენა, ასევე თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის დღემდე არსებული მექანიზმების განხილვა.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“–ს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობის“ ფარგლებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2693
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2070
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031