მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამოსაშვები ზეიმი სოფელ წერეთლის საბავშვო ბაღში
26 ივნ 2015
 

23 ივნისს, სოფელ წერეთელის საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
პატარა აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ქართველი პოეტების შემოქმედებასთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და პიესებით წარსდგნენ. საკონცერტო პროგრამა მდიდარი იყო შემოქმედებითი, თეატრალური, არტისტული უნარით, რაშიც გამოიხატება საბავშვო ბაღის აღმზრდელების მიერ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლი.

წერეთლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და პატარებს გზა დაულოცეს. 
პატარების კონცერტის შემდეგ გამგებელმა დაათვალიერა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა, დირექტორს და პედაგოგებს გაესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3837
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031