მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სტიქიამ მარნეულის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა
21 ივნ 2015
 

20 ივნისს მომხდარმა სტიქიამ მარნეულის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარიშხლის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ თამარისისა და წერეთლის მოსახლეობა. განადგურებულია ხეხილი და ნათესები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, მუდმივმოქმედი, სპეციალური კომისია დაითვლის.
20 წუთიანმა ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა ქალაქ მარნეულის №81–ბ კორპუსს, სადაც ასევე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც. ქარის შედეგად მოთხრილმა ხემ დააზიანა მაზნიაშვილის ქუჩის №2 კორპუსი, ხოლო №4 კორპუსში სეტყვის შედეგად ჩაიმტვრა ფანჯრები. ქარმა სახურავი გადახადა რუსთაველის #33 კორპუსს. მნიშვნელოვნად დაზიანებულია ქალაქ მარნეულის #5 საჯარო სკოლის სახურავიც. გარდა ამისა, ნაწილობრივაა დაზიანებული ქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული კორუსისა და ბინების სახურავებიც.
ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეები ამოთხარა სოფელ თამარისშიც, დაზიანდა ელექტროენერგიის სადენები, რის გამოც მოსახლეობას რამდენიმე საათით შეზღუდული აქვთ ელექტროენერგიის მიწოდება. 
ძლიერმა წვიმამ და ქარმა სოფელ ალავარშიც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ქარის შედეგად სახურავი აეხადა ჯანდარის დასახლებაში მდებარე ერთერთ სახლს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გუშინ გვიან ღამით საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელსაც გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ადგილზე აკვირდებოდა გამგებელი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2639
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2067
სექ 19 სამ 2023
2321
ივლ 05 ოთხ 2023
2476
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031