მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორს შეხვდა
01 თებ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს  ჟვანიას სკოლის მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა  ინტეგრაციის ხელშეწყობას, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა ამაღლებას ემსახურება.

 განხილვის თემას წარმოადგენდა ასევე სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ახალი პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ ჟვანიას სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა; სკოლისთვის გამოყოფილ შენობის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, ჟვანიას სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში განაახლებს საქმიანობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 907
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1016
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930