მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულიდან დაიწყო
22 აპრ 2017
 

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულიდან დაიწყო დღეს, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები: მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკაში მოეწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურების“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასასრულს გიორგი კეკელიძის ფონდის „გურული დღიურების“ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც სამ საუკეთესოთა შორის პირველი ადგილი, ქალაქ მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარია გასანოვამ მოიპოვა, რისთვისაც მას ფონდის სახელით, ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარი დაენიშნა. ხოლო მე–5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სემა ზეინალოვასა და ილხამა ყურბანოვას საჩუქარად წიგნები გადაეცათ. კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა ოქტაი კაზუმოვის მიერ შექმნილი კალენდარის პრეზენტაცია და ფოტოხელოვანის იური მეჩითოვის ლექცია თემაზე ფოტოხელოვნების ისტორია. ასევე, მოეწყო გამოფენები აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრების ფოტოების, ადგილობრივი მხატვრის ნინო ცარციძის ნახატების, შაუმიანში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების და მარნეულის წითელი ჯვრის მოხალისეების ხელნაკეთი ნივთების. კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა ღონისძიება ქართველი გამოჩენილი მწერლების ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ლადო ასათიანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. მოხსენებით წარსდგნენ გიორგი კეკელიძე და მაკა ელბაქიძე. ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრმა ოქტაი ქაზუმოვმა კი ისაუბრა ლიტერატურული პროცესების შესახებ. ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯგუფები „მარნელი“ და „ქიმერა“. ამავე ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეებიც. ღონისძიების დასასრულს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ღონისძიების ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას გადაეცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები. პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომელიც უკვე მესამე წელია ხორციელდება ინიციატორი არის სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, მხარდამჭერი კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. „მრავალფეროვანი საქართველო“ განხორციელება დღეს მარნეულიდან დაიწყო და მსგავსი ღონისძიებები გაგრძლდება ეთნიკურად დასახლებულ სხვა რეგიონებშიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8116
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031