მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სადახლოში ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს
30 აგვ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სადახლოს №1 საჯარო სკოლაში წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ.

წელს, სადახლოდან 98-მა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. მათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 „ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას. თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა და განათლება შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, თქვენს შრომაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები. წარმატებებს გისურვებთ!“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

ღონისძიება, რომელსაც ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ვასილ ხახულაშვილი და აიაზ ხუდიევი ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვის ინიციატივით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1160
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
762
სექ 19 სამ 2023
1029
ივლ 05 ოთხ 2023
1378
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031