მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულში ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ რეგიონებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, განიხილეს მარნეულის და ვილკავიშკის მუნიციპალიტეტების დამეგობრების პერსპექტივა. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.
სტუმრებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული კუთხე და ხალიჩების სახელოსნო დაათვალიერეს; გაეცნენ ადგილობრივი მცირე მეწარმეების საქმიანობას, დაათვალიერეს სოფელ კასუმლოს ახლად აშენებული საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად სტუმრებისთვის, მოეწყო საგამოფენო სივრცე - ,,ღვინის გზა“, მეთოჯინე არმენ ოვანესიანის მიერ გაიმართა თოჯინური პერფორმანსი. დღის აქტივობები დასრულდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით.
„ვუმასპინძლეთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერს ალგირდას ნეიბერკას და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს; ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეცნო ჩვენი მუნიციპალიტეტი სტუმრებისთვის. ვისაუბრეთ ვილკავიშკის და მარნეულის მუნიციპალიტეტების საერთო ინტერესებზე და დამეგობრების საკითხებზე. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.“-მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.
სიახლეები
მარნეულს ლიეტუვიდან სამუშაო ვიზიტით დელეგაცია ეწვია
17 ოქტ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3617
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27594
აგვ 30 სამ 2016
25736