გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა.
კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტითაც. სესხის 11% პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ბაღში დასაქმებულია 8 ადგილობრივი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ფერმერებთან რეგულარული შეხვედრები იმართება მათი საჭიროებების გასაცნობად; აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით ხდება სწორედ სახელმწიფო პროექტების შემუშავება.
სიახლეები
23 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3111
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15601
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28380
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25732