დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ აშენებული სპორტული კომპლექსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: „სოკარის“, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სიახლეები
ყიზილაჯლოში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
17 სექ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3839
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
428
აპრ 22 ოთხ 2020
15596
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28378
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27590
აგვ 30 სამ 2016
25730