მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ვირუსის პრევენციის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
25 მარ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქის ქუჩებში  დადის მანქანა, ხმოვანი სიგნალით,  რომელიც მოსახლეობას არსებული მდგომარეობის შესახებ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე აწვდის ინფორმაციას და რეკომენდაციებს.

მოხალისეებმა მოქალაქეებს, მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს, რომლის დარიგებაც მომავალში ეტაპობრივად ისევ მოხდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო ხაზი, საგანგებო მდგომარეობის გამო 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის სპეციალური საინფორმაციო ფლაერები, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დამზადდა.

ქვემო ქართლის რეგიონში მასალის გავრცელება  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  16 მარტიდან უზრუნველყვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4107
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2039
სექ 19 სამ 2023
2311
ივლ 05 ოთხ 2023
2459
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031