სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა- მარნეულის მუნიციპალიტეტში, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“-ს 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“-ს 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტები.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, 2020 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2019 წლის 27 დეკემბერს, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგომ“ სამინისტროში წარმოადგინა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საჯარო განხილა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 30 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.
იხ. საჯარო განხილვის წესი
ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
სიახლეები
საჯარო განხილვისთვის
22 იან 2020
მნახველთა რაოდენობა: 5044
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
533
აპრ 22 ოთხ 2020
15709
აპრ 22 შბ 2017
28945
იან 09 ორშ 2017
28494
აგვ 30 სამ 2016
30486
აგვ 27 შბ 2016
29766
სექ 02 პარ 2016
28199
აგვ 26 პარ 2016
27688
აგვ 30 სამ 2016
25830
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |