მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ სოფელში მოეწყო ჭაბურღილი და რეზერვუარი.
ამ ეტაპზე სასმელი წყლით მარაგდება 230 აბონენტი, თუმცა ახალი პროექტი საჭიროების შემთხვევაში, 400 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 174 170 ლარი გამოიყო.
დასრულებული პროექტი ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა. იგი ბაიდარელებს ოჯახებში ესტუმრა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პირადად მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, მოსახლეობის წყალმომარაგება წარმოადგენს, რისთვისაც მიმდიანარე წელს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, აღნიშნული მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
სიახლეები
სასმელი წყლით მარნეულის კიდევ ერთი სოფელი მომარაგდა
18 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5426
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
425
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30382
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28086
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728