მარნეულის მუნიციპალიტეტეტმა, „კულტურის ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასის წევრებს ქართულ და საერთაშორისო სცენაზე მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა.
მარნეულის მერი ზაურ დაგრალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანთან ერთად, დასის წევრებს შეხვდა, მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის თეატრალური დასი, გასტროლით, ახალგაზრდული თეატრების მე-10 საერთაშორისო ფესტივალზე - "ხიდი", საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სადაც ფესტივალის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
საერთაშორისო გასტროლი განხორციელდა მარნეულსა (საქართველო) და გდანსკს (პოლონეთი) შორის გაფორმებული ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ამჯერად, მარნეულის დასი სპექტაკლით „აირწინაღი" თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაშია. აღნიშნულ სპექტაკლში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნაადრევი ქორწინების შედეგად არის განპირობებული.
სიახლეები
მარნეულის თეატრალური დასის წევრებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ
31 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5179
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15599
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28380
აგვ 30 სამ 2016
30388
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28089
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25731