დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ხოჯორნის, ქუთლიარისა და ახკერპის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები შედგება, კერძოდ, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება - სოფელ ხოჯორნში, ბრდაზორში, გიულბაღში, ცოფში, ხუტორლეჟბადინში,
გეზბი მოიხრეშება სოფელ ცოფსა და ბრდაზორში, ხოლო სოფელ ქუთლიარში სარწყავი არხისთვის შეიცვლება წყალსაქაჩი ტუმბო და შემოიღობება სკოლის ეზო.
სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფელ ბაიდარში ხმა სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს მისცა და სოფელ დიდ მუღანლოში არჩევანი სასმელი წყლის მილმდენის რეაბილიტაციასა და სარწყავი წყლის მილმდენის გაყვანაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
29 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4456
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30392
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28091
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25734