დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, სადაც მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებზე.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აღნიშნულ სოფელში, მიმდინარე წელს, შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები განხორციელდება.
დღევანდელი შეხვედრები სადახლოს, კასუმლოსა და შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა, სადაც მოსახლეობამ თავის სოფელში შემდეგი პროექტების განხორციელებას დაუჭირა მხარი:
სოფელი ბაითალო - გარე განათების პროექტის გაგრძელება;
სოფელი ულაშლო- შიდა გზების მოხრეშვა;
სოფელი ახკულა- სასმელი წყლის დებეტის მომატების მიზნით სამუშაოების განხორციელება/ შიდა გზების ბეტონის საფარის დაგება.
სოფელი შაუმიანი- გარე განათების მოწყობა;
სოფელი ხიხანი- სპორტული დარბაზის მშენებლობა/ სპორტული ინვენტარის შეძენა;
სოფელი ყუდრო- გარე განათების მოწყობა / შიდა გზების მოხრეშვა;
სოფელი სადახლო- გარე განათება/სპორტული სტადიონი.
სოფელი ბურმა- გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელება;
სოფელი თაზაკენდი-გარე განათების მოწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებული მარნეულში საერთო კრებას დაესწრო
24 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4272
სიახლეები

















