მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 15 თებერვლიდან დაიწყება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ბრძანება - ბ32.32220455 - 14/02/2022 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
ბრძანება - ბ32.32220456 - 14/02/2022 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახელების საერთო კრებების და ამომრჩეველთა კონსულტაციების ინიცირების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 64 - 8 თებერვალი 2022
2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით
***
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეები
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 |