დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ყულარის, თამარისისა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები შედგება, კერძოდ, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება - სოფელ ზემო და ქვემო ყულარში, კირიხლოში, ალავარში, ქვემო სარალში, არაფლოში, ახლომახმუდლოში, სეითგოჯალსა და ენიკენდში. გეზბი მოიხრეშება სოფელ დიოკნისში, ხოლო სოფელ თამარისში რემონტი ჩაუტარდება ამბულატორიის შენობას.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
28 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4432
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
426
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28818
იან 09 ორშ 2017
28376
აგვ 30 სამ 2016
30384
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28087
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728