დღეიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში- ალგეთში, დამია-გეურარხისა და კაჩაგანში შემავალ სოფლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 1 232 000 000 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
მარნეულის სოფლებში „სოფლის კრებების“ ჩატარება დაიწყო
22 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 3880
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28733
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30342
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27527
აგვ 30 სამ 2016
25695