მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ თემურ აბაზოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
სოფელ მარადისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გზის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, რომელიც მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობდა. მოასფალტდა 1 210 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მერმა სოფელ მარადისში რეაბილიტირებული გზა მოინახულა
19 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4816
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30390
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733