მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში არსებული 9 აპრილის სახელობის სკვერის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციის სამუშაობი აქტიურად მიმდინარებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, ჩართულობითა და იდეებით არის მომზადებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში განხორციელდება 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება.
გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება-შეცვლა, საპროექტო ტერიტორიის ღობის განახლება და რეკონსტრუქცია.
რაც შეეხება მეორე ზონას დაყოფილი იქნება რამდენიმე ნაწილად, კერძოდ კი ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული აქტივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკითხველო სივრცე, წიგნების ყუთებითა და განათებით, ზრდასრულთა გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე-ნარგავებით,მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ-საქანელით და ახალი ხე-ნარგავებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით, სცენა და ტრიბუნის ტიპის სამაყურებლო.
შეგახსენებთ, რომ სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტები
წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17 აგვ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5610
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15267
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28059
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29382
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25470
აგვ 25 ხუთ 2016
27491